ადვოკატის ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე დააკავეს, დიღმის სამმართველოშია გადაყვანილი

აქციაზე დაკავებული დიღმის სამმართველოშია გადაყვანილი.
როგორც “ინტერპრესნიუსს” დაკავებულის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ განუცხადა, ის სამართალდამცველებმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
აქვს თუ არა დაკავებულს დაზიანებები, ამის შესახებ ადვოკატს დადასტურებული ინფორმაცია არ აქვს.