ადვოკატის თქმით, ნიკა გვარამიას პატიმრობა წარსულში ნასამართლევმა მოსამართლემ მიუსაჯა

“ჯვებე ნაჭყებია იყო უბრალოდ უსიტყვო შემსრულებელი პოლიტიკური ნების. რაც შეეხება თავად ჯვებე ნაჭყებიას, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ის არის ნასამართლევი, წლების წინ, სამსახურებრივ დანაშაულთან დაკავშირებით და ბუნებრივია, სასამართლო კლანისთვის, სასამართლო კლანის ბოსებისთვის იდეალური კანდიდატია მოსამართლის როლის მოსარგებად, რადგან მას მინიმალური შანსიც კი არ ექნება წინააღმდეგობის გაწევის”, – ამბობს ადვოკატი.