ადვოკატის თქმით, მძიმეა 20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილის მდგომარეობა, ის მე-6 დღეა შიმშილობს

ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილის ცნობით, რეჟიმის პატიმრის, 20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის მე-6 დღეა შიმშილობს.
ჯავახიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ადვოკატმა ნეტგაზეთთან ისაუბრა.
ნიკოლოზ ჯავახიშვილმა შიმშილობა მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად დაიწყო.
“ჯავახიშვილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. მას ისედაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. საკმაოდ რთულად იყო. ასევე, არაადამიანური მოპყრობა იყო მის მიმართ – ფაქტობრივად სამარტოო საკნის წესები გაავრცელეს მასზე და ტელევიზორიც კი არ ჰქონდა, რომელიც თავის საკანში ჰქონდა”- აცხადებს გუჯა ავსაჯანიშვილი.