ადვოკატ ლაშა ცუცქირიძის თანახმად, პროევროპული აქციების მონაწილის, ექიმ გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო.
ადვოკატის თქმით, განაჩენის გადადების მიზეზად – მოსამართლის სათათბიროდ გასვლა დაუსახელეს. მისივე თქმით, თარიღს მოგვიანებით აცნობებენ.
განაჩენი ხვალ, 28 ივლისს, 10:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო.
2024 წლის 7 დეკემბერს გიორგი ახობაძე საპროტესტო აქციიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც ის პოლიციამ დააკავა.
გიორგი ახობაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.
გიორგი ახობაძის ადვოკატი აცხადებდა, რომ მის მიმართ განჩინება და დაკავების ოქმი უკანონოა და საქმეში არ არსებობს ვიდეომტკიცებულება.
