ადვოკატის განცხადებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობიდან ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დეკანოზის საპატიმროდან გათავისუფლება ე.წ. უდოს კომისიის(პირობით ვადამდე გათავისუფლების) საშუალებით მოხდა.
როგორც ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მამალაძეს, დაახლოებით 1 წელი და 9 თქვე ჰქონდა დარჩენილი პატიმრობის მოხდამდე.
„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ნამდვილად გამოვიდა. გამოვიდა უდოს კომისიის საშუალებით. რამდენიმე საათის წინ მოხდა მისი გამოშვება საპატიმროდან და, შესაბამისად, ოფიციალური დეტალები არ ჩაგვბარებია, მაგრამ შემიძლია დაიდასტუროთ, რომ დღეს საღამოს გამოვიდა.
დეკანოზს, დაახლოებით 1 წელი და 9 თქვე ჰქონდა დარჩენილი“,- განაცხადა ადვოკატმა.

ასევე დაგაინტერესებთ