საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ახალი თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება. დღევანდელი კენჭისყრის შედეგად თავმჯდომარის არჩევა ვერ მოხერხდა.
ხმის მიცემაში 2700-ზე მეტმა ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა. მეორე ტურში გადასულ კანდიდატებს შორის ირაკლი ყანდაშვილმა 1283 ხმა მიიღო, ხოლო ირაკლი ჩომახაშვილმა – 1109 ხმა. კენჭისყრის პროცესი 19:00 საათზე დაიხურა.
კანონმდებლობის შესაბამისად, თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური არაუგვიანეს 14 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს.
2025 წლის არჩევნებში ასოციაციის თავმჯდომარეობის სურვილი ექვსმა კანდიდატმა გამოთქვა: ნიკოლოზ კვანტრიშვილი, გიორგი მარიამიძე, მუხრანი ღურწკაია, ირაკლი ყანდაშვილი, ირაკლი ჩომახაშვილი და მანუჩარ ჭუმბურიძე.
ამასთან, დღევანდელ კრებაზე არჩეულ იქნენ აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრებიც.




