ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა არაერთ საქმეზე, მაშინ როცა მხარე არ იმყოფება დარბაზში, სასამართლო მაინც აგრძელებს საქმეთა განხილვას ისე, რომ ადვოკატს არ ეძლევა საშუალება გაესაუბროს თავის კლიენტს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის დავით ასათიანის განცხადებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა არაერთ საქმეზე, მაშინ როცა მხარე არ იმყოფება დარბაზში სასამართლო მაინც აგრძელებს საქმეთა განხილვას, ისე რომ ადვოკატს არ ეძლევა საშუალება გაესაუბროს თავის კლიენტს.
დავით ასათიანი საპროტესტო აქციებზე დაკავებულების საქმეებს ეხმაურება და განმარტავს, დაკავებულს უფლება აქვს მისი საქმის წარმართვისას სრულყოფილად ისარგებლოს ადვოკატის დახმარებით, რაც პირველ რიგში გულისხმობს ადვოკატთან შეუფერხებელ კომუნიკაციასა და სანდო იურიდიული რჩევის მიღებას.
„ახლახან ადვოკატებმა გვაცნობეს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა არაერთ საქმეზე, მაშინ როცა მხარე არ იმყოფება დარბაზში (ამის ძირითადი მიზეზი სამედიცინო დაწესებულებებში მათი მკურნალობაა), სასამართლო მაინც აგრძელებს საქმეთა განხილვას, ისე რომ ადვოკატს არ ეძლევა საშუალება გაესაუბროს თავის კლიენტს და მიიღოს ინფორმაცია და მითითებები საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე.
დაცვის უფლება გარანტირებულია კონსტიტუციით! დაკავებულს უფლება აქვს მისი საქმის წარმართვისას სრულყოფილად ისარგებლოს ადვოკატის დახმარებით, რაც პირველ რიგში გულისხმობს ადვოკატთან შეუფერხებელ კომუნიკაციასა და სანდო იურიდიული რჩევის მიღებას.
დავიცვათ სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპები“,- აღნიშნა დავით ასათიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენი ჯარი ჩვენი პატარა ქვეყნის, მამაცი ერის, უდიდესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია – ჩვენმა ჯარისკაცებმა, წინაპრებმა, გმირებმა სიცოცხლე გაიღეს იმისთვის, რომ დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, თავისუფალი და ძლიერი ქვეყანა

მაკა ბოჭორიშვილი – ჩვენ ყველაფრის რომანტიზება მოვახდინეთ, კი გვსურს ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა რაღაცნაირად არ გვინდა დავინახოთ იქ რა პროცესებია – არანაირი ანტიევროპული რიტორიკა არ არსებობს, ვსაუბრობთ იმაზე, რაზეც ევროპაში საუბრობენ