ადვოკატები – ბათუმში მოღვაწე ადვოკატები, კატეგორიულად ვგმობთ ძალადობას და ვემიჯნებით სისასტიკეს – ვგმობთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელისშემშლელ ნებისმიერ განცხადებას და ქმედებებს სახელმწიფოს მხრიდან

ბათუმში მოღვაწე ადვოკატები, კატეგორიულად ვგმობთ ძალადობას და ვემიჯნებით სისასტიკეს, – ეს განცხადება ადვოკატებმა ს საქალაქო სასამართლოსთან გაკეთეს.
ადვოკატები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან და ერთობლივი განცხადებით ხელისუფლებას მიმართავენ.
„საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ბათუმში მოღვაწე ადვოკატები კატეგორიულად ვგმობთ ძალადობას და ვემიჯნებით ამ სისასტიკეს, რასაც ახორციელებს ე.წ. ხელისუფლება და მისი საპოლიციო დანაყოფები, საქართველოს მოსახლეობისა და განსაკუთრებით ახალგაზრდების მიმართ.
საქართველოს მომავალი ევროპაშია, ეს ქართველი ხალხის ერთობლივი მონაპოვარია და ამას ვერავინ წაართმევს ქართველ ერს.
ვგმობთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელისშემშლელ ნებისმიერ განცხადებას და ქმედებებს სახელმწიფოს მხრიდან.
მოვუწოდებთ სახელმწიფოს არ დაუშვან ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ არაადამიანური მოპყრობა და მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა.
ვგმობთ პოლიციელთა მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებას და ძალის გადამეტების ფაქტებზე მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყებას.
დაუშვებელია მომიტინგეების დარბევა მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს და ძალადობრივი გზით გამოხატვის თავისუფლების ხელშეშლა”,- ნათქვამია განცხადებაში.