ადეიშვილი არის განსახიერება ყველაფრის, რაც არის ანტიევროპული – როდესაც მას სხვადასხვა თანამდებობის პირები ხვდებიან და შემდეგ იგივე პირები ჩვენ გვესაუბრებიან მართლმსაჯულების რეფორმაზე, ადამიანის უფლებებზე, ეს საჭიროებს განმარტებას

ადეიშვილი არის განსახიერება ყველაფრის, რაც არის ანტიევროპული – როდესაც მას სხვადასხვა თანამდებობის პირები ხვდებიან და შემდეგ იგივე პირები ჩვენ გვესაუბრებიან მართლმსაჯულების რეფორმაზე, ადამიანის უფლებებზე, ეს საჭიროებს განმარტებას
არის გარკვეული ცინიზმი იმ ფოტოებში, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ, როდესაც ზურაბ ადეიშვილი, დიდი ალბათობით მართლმსაჯულების საკითხებზე სასაუბროდ არის ბრიუსელის, ევროკავშირის დაწესებულებების სათათბირო ოთახებში, ევროკომისიის ოთახებში.
ეს უკვე აღარ არის პარლამენტი, სადაც ცალკეულ პარლამენტარებზე ვისაუბრებდით და მათ თავისუფლებაზე, ესა თუ ის აზრი გამოთქვან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, არაერთ საქმეზე მსჯავრდადებულ და ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილის ევროკომისიის თანამდებობის პირებთან შეხვედრების შესახებ საუბრისას განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ ევროკავშირის ელჩი ამ თემაზე განმარტებებს გააკეთებს. მისივე თქმით, ადეიშვილი არის ყველაფერი ანტიევროპულის და ანტიჰუმანურის სიმბოლო და მასთან შეხვედრები ევროკომისიის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, ქართული სახელმწიფოსთვის განმარტებების გაკეთებას საჭიროებს.
„სამწუხაროა და იმედი მაქვს, ევროკავშირის ელჩი გააკეთებს განმარტებას, ერთი, რომ ცნობილი იყო თუ არა ვის ხვდებოდნენ ევროკომისიის წარმომადგენლები და მეორე, მას შემდეგ, რაც ეს ცნობილი გახდა, რას ეტყვიან ისინი ქართველ ხალხს და როგორ აპირებენ სამომავლოდ ამ მხრივ განმარტებები გააკეთონ ქართველი ხალხის მიმართ.
მე ყველას შევახსენებ, ვინ არის ზურაბ ადეიშვილი. ზურაბ ადეიშვილი მსჯავრდადებულია ხუთ დანაშაულზე, რომლებიც არის წამების კატეგორიიდან დაწყებული, ბიზნესის რეკეტით დამთავრებული. დღეს, ზურაბ ადეიშვილის დროინდელი სასჯელის შეკრებითობის პრინციპი რომ კვლავ ძალაში იყოს, ჯამში 18 წელი ექნებოდა მოსახდელი ქართულ ციხეში.
ეს ადამიანი არის შემოქმედი ადამიანების წამების სისტემის, ბიზნესის რეკეტის სისტემის შექმნისა. ეს ადამიანი არის განსახიერება ყველაფრისა, რაც არის ანტიევროპული, ანტიჰუმანური. როდესაც ასეთ ადამიანის ასეთი პატივით სხვადასხვა სათათბირო ოთახში, სხვადასხვა თანამდებობის პირები ხვდებიან და შემდეგ იმავე ოთახებში, იგივე თანამდებობის პირები ჩვენ გვესაუბრებიან მართლმსაჯულების რეფორმაზე, „ვეტინგზე“, ადამიანის უფლებებზე – მგონი ეს საჭიროებს განმარტებას, რომ შემდეგ მათი სიტყვები ჩვენ სერიოზულად აღვიქვათ.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
Previous: როდესაც მაგალითად გვისახავენ ს და მოლდოვას, ჩვენი კითხვა არის მარტივი ევროკავშირის მიმართ: ადეიშვილის და ნონა წოწორიას ჩატარებული „ვეტინგია“ ჩვენთვის მაგალითი, ამისკენ მოგვიწოდებენ?

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ევროინტეგრაციის გზაზე, გამოვიჩენთ მოთმინებას, დაველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებებს და თანმიმდევრულად შევასრულებთ ყველა ვალდებულებას, რომელიც ეხება ჩვენი ევროინტეგრაციის დაჩქარებას

ჩვენთვის არ იყო მარტივი, რომ არ გადავქცეულიყავით მეორე ფრონტის ხაზად, რადგან დიდი ინტერესი და მოთხოვნა არსებობდა ამ მიმართულებით, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ თავიდან აგვეცილებინა ომი საქართველოში

USAID-ის მიერ დაფინანსებული აგენტურის ქართული ნაწილი ემსახურება “დიფ სთეითს”, “დიფ სთეითი” – ოლიგარქიულ გავლენებს, აგენტურა საქართველოში მარცხდება, ქართველი ხალხი და მშვიდობა იმარჯვებს