ადგილობრივ ექსპორტში, პირველ ადგილზე, ყურძნის ნატურალური ღვინოებია

2024 წლის იანვარ-ივნისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოები არის წარმოდგენილი 156.1 მლნ. დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.1 პროცენტს შეადგენს. წინასწარი მონაცემები საქსტატმა გამოაქვეყნა.
მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 142.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 101.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.9 პროცენტი).