ადგილობრივ ბაზარზე ღვინის საშუალო ფასები ყველა კატეგორიაში სტაბილურად იზრდება

ადგილობრივ ბაზარზე ღვინის საშუალო ფასები ყველა კატეგორიაში სტაბილურად იზრდება და 2025 წელს ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწიეს, – ამის შესახებ “ კაპიტალის” ქართული ღვინის სექტორის მიმოხილვაშო წერია.
დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე სწრაფად მზარდი კი წითელი ღვინის ფასია.
მიმოხილვის მიხედვით, საპირისპიროდ, ცქრიალა ღვინის სეგმენტში 2024 წლიდან საშუალო ფასების შემცირება ფიქსირდება და 2025 წელს ყველაზე დაბალ ნიშნულს, 7.1 ლარს მიაღწია. ეს კი კონკურენციის გაძლიერებასა და პრემიუმ სეგმენტის სუსტ განვითარებაზე მიუთითებს.
გაყიდვები ძირითადად კონცენტრირებულია პირდაპირ და HoReCa არხებში.
ცნობისთვის, “თიბისი კაპიტალის” ქართული ღვინის სექტორის მიმოხილვის თანახმად, ადგილობრივ ბაზარზე გაყიდული ღვინის უდიდესი რაოდენობა 30 ლარამდე კატეგორიაშია.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”