ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები დაახლოებით 10%-ით შემცირდა – „სოლომონე“

ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები მცირედით, სავარაუდოდ, 10%-მდე შემცირდა, – ამის შესახებ ღვინის მწარმოებელი კომპანია “სოლომონეს” დამფუძნებელმა დავით ჩაჩანიძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ღვინოზე მოთხოვნა საექსპორტო ბაზრების მხრიდან სტაბილურია და არ შეცვლილა.
“იმერულ ღვინოებზე მოთხოვნა შედარებით მაღალია, ვიდრე კახურზე, რადგან უფრო მსუბუქია. წინა წელთან შედარებით დიდი განსხვავებები არ გვაქვს მონაცემებში. ჩვენი ღვინის 70-80% ლატვიაში, ლიუტუვაში, გერმანიაში, ესტონეთში, ჩეხეთსა და ინგლისში იყიდება. რაც შეეხება ამერიკის ბაზარს ფაქტობრივად შეთანხმება მიღწეულია და სავარაუდოდ, თებერვალში განვახორციელებთ პირველ ექსპორტს. სამომავლოდ, ჩვენი მიზანია ამერიკული ბაზრის უფრო მეტად ათვისება”, – აცხადებს დავით ჩაჩანიძე.
როგორც დავით ჩაჩანიძე აცხადებს, ,,სოლომონე“ ამ ეტაპზე 4 დასახელების ღვინოს აწარმოებს.კომპანიის წლიური წარმადობა 20 000 ბოთლს შეადგენს.
ცნობისთვის, „სოლომონეს“ მარანი ჭიათურაში, ლეჟუბანში მდებარეობს. ვენახები გაშენებულია 3 ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშენებული.
bp.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ომის საფრთხე არსად წასულა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელთა მხრიდან იმდენად მძაფრია ომის რიტორიკა, რომ საომარ დაპირისპირებას არათუ დასასრული არ უჩანს, ყველაფერი კეთდება გახანგრძლივებისათვის – ირაკლი კობახიძე

აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციას არაფერი გაუკეთებია, რათა გამოესწორებინა წინამორბედის შეცდომები, უპასუხოდ რჩება ჩვენი დაფიქსირებული სურვილი, რომ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ -ირაკლი კობახიძე