„ადგილობრივი ინფლაციის ზრდას დიდწილად პურისა და ყველის ფასების ზრდა განაპირობებს“ – სებ

„ადგილობრივი ინფლაციის ზრდას დიდწილად პურისა და ყველის ფასების ზრდა განაპირობებს“, – ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის ყოველთვიურ მიმოხილვაში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო კალათაში ყველაზე გამოსარჩევი, პურის 4.5%-ით გაძვირებაა, რის გამოც თვის ინფლაცია 0.21 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
„ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 5.2%, ხოლო თვის ინფლაციამ 0.6% შეადგინა. წლიურ ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით დიდწილად სურსათის ფასები მოქმედებს. ოქტომბრის ინფლაციაში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების წვლილი 3.9 პპ (პროცენტული პუნქტი) იყო. გასულ წელს სურსათი ძირითადად დეფლაციური იყო და აქედან გამომდინარე, წელს, სურსათის ინფლაციის ზრდა ნაწილობრივ საბაზო ეფექტს უკავშირდება.
ამავდროულად, საერთაშორისო ბაზრებზე სასურსათო ნედლეულზე ფასების მატება, ადგილობრივ ფაქტორებთან ერთად, სურსათის ინფლაციას დამატებით ზრდის. სურსათის ფასებს, სეზონურობის და კლიმატური პირობების ცვალებადობის გამო, დიდი მერყეობა ახასიათებს. საქართველოს სამომხმარებლო კალათაში სურსათის წონა დიდია (31.7%) და შესაბამისად, სურსათის ფასების ცვლილების გავლენა ინფლაციაზე მნიშვნელოვანია.
საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, მიმდინარე წელს სტაბილურია. ოქტომბერში საბაზო ინფლაციამ 2.4% შეადგინა. საბაზო ინფლაციაზე დაკვირვება მნიშვნელოვანია შედარებით გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობის შესაფასებლად
ოქტომბერში გასულ თვესთან შედარებით სამომხმარებლო კალათაში ყველაზე გამოსარჩევი, პურის 4.5%-ით გაძვირებაა, რის გამოც თვის ინფლაცია 0.21 პპ-ით გაიზარდა. მეორე მხრივ, ვაშლის 18.2%-ით გაიაფებამ თვის ინფლაცია 0.13 პპ-ით შეამცირა. წლიურ ჭრილში, როგორც აღინიშნა, ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად სურსათის გაძვირება მოქმედებდა.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 11.7%-ით გაძვირდა, ხოლო წვლილმა ინფლაციაში 3.9 პპ შეადგენდა. აქედან პურის წვლილი 0.8 პპ-ია. შოკოლადის, ზეთის და ყველის გაძვირებაზე ჯამში დამატებით 1.0 პპ მოდიოდა. სხვა პროდუქტებიდან აღსანიშნავია ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფის 8.9%-იანი ინფლაცია, რამაც მთლიან ინფლაციაში 0.7 პპ-იანი წვლილი შეიტანა. ინფლაციის შემცირების მიმართულებით ყველაზე მეტად ინტერნეტის გადასახადი მოქმედებდა3 (-0.13 პპ).
ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების წლიურმა ინფლაციამ 6.2% შეადგინა. ადგილობრივი ინფლაციის ზრდას დიდწილად პურისა და ყველის ფასების ზრდა განაპირობებს. მომსახურების ინფლაცია, რომელიც ადგილობრივის ძირითადი შემადგენელი ნაწილია მიზნობრივზე დაბალ დონეზე ნარჩუნდება და ოქტომბერში 2.5%-ს გაუტოლდა.
ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების წლიურმა ინფლაციამ 6.2% შეადგინა. ადგილობრივი ინფლაციის ზრდას დიდწილად პურისა და ყველის ფასების ზრდა განაპირობებს. მომსახურების ინფლაცია, რომელიც ადგილობრივის ძირითადი შემადგენელი ნაწილია მიზნობრივზე დაბალ დონეზე ნარჩუნდება და ოქტომბერში 2.5%-ს გაუტოლდა“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ყოველთვიურ მიმოხილვაში.
Bpn.ge