ადგილობრივი: ვუთხარით, რომ იყო გაზის სუნი, გვითხრეს მოვაგვარეთო და ამის მერე მეორე აფეთქება მოხდა, ეს არაპროფესიონალიზმიც აღარ არის (ვიდეო)

ლოტკინის მოსახლეობა “თბილსი ენერჯის” გულგრილობაში აანაშაულებს – ადგილობრივები ამბობენ, რომ სამღერეთის ქუჩაძე პირველი აფეთქების დროს პოლიცია, სამაშველო, თბილისი ენერჯის და სხვა უწყებების წარმომადგენლები  მივიდნენ, ტეროტორია შეამოწმეს, ხალხი დაამშიდეს, რომ საფრთხე არ არსებოდა, თუმცა, მათი წასვლიდან რამდენიმე საათში სიკვდილს რამდენიმე ოჯახი სასწაულით  გადაურჩა.

ვუთხარით, რომ აქტიურად გვაწუხებს გაზის სუნი და რაღაცა არ მოხდეს კიდევ, შემომიტრიალდა და მითხრა, დიდი ალბათობით ეს იყო 114-ის “თბილისის ენერჯის” წარმომადგენელი, რომ, ჩვენგან ყველაფერი მოგვარებულია, იყო წარმომადგენელი და გათიშეს გაზიო. მაგის მერე იყო, რომ მოხდა მეორე აფეთქება, არაპროფესიონალიზმიც არ არის… მარტო ეს შენობა კი არ უნდა შეემოწმებინათ, ყველა სახლში უნდა შესულიყვნენ. ფაქტია, გაჟონვა იყო იმხელა, რომ წნევამ ამხლა რკინა უზარმაზარ ტერიტორიაზე გაისროლა, გარშემო ყველა სახლს ფანჯრები ჩალეწილი აქვს… ჩემს სახლზე აღარ ვსაუბრიბ, იმიტომ, რომ საერთოდ დალეწილია ფანჯრები, კარებები”, – ამბობს ადგილობრივი.

ცნობისთვის, თბილისში, ლოტკინის დასახლებაში 2 ძლიერი აფეთქება გუშინ მოხდა -დაშავებულია 19 წლის გოგო. ის ახლა საავადმყოფოშია მოთავსებული.

წინასწარი ვერსიით, ორივე შემთხვევაში მიზეზი ბუნებრივი გაზის გაჟონვაა.

-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით – სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 240-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლებიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევასა და ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო.