ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში,ახალგაზრდა მამაკაცი სახურავის წმენდისას დაშავდა დაკლინიკაში არის გადაყვანილი. როგორც კლინიკაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მამაკაცი კლინიკაში ცოტა ხნის წინ შეიყვანეს, იგი კონტაქტურია და კვლევები უტარდება.
თავის მხრივ, ადგილობრივები აცხადებენ, რომ სოფელ შრომაში აღნიშნული ახალგაზრდის გადასარჩენად, მთელი ღამის განმავლობაში, მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობდა სოფელთან მისასვლელი გზის გაწმენდას.
„მამაკაცი ადგილობრივმა მოსახლეობა გამოიყვანა. სოფელმა გაათენა, ადგილზე 11 კაცი მუშაობდა 5 საათის განმავლობაში გზა გაწმინდეს და დაშავებული მამაკაცი გამოიყვანეს“, – აცხადებენ ადგილობრივები.
ცნობისთვის, წუხელ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, ადგილობრივები დახმარებას ითხოვდნენ.
როგორც ისინი აცხადებდნენ, დასახლებაში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავის თოვლისგან გაწმენდის დროს, ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა, ადგილზე კი დიდთოვლობის გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარება ვერ მიდიოდა.
