ადგილობრივების ინფორმაციით, ვაზისუბანში ორი პირი დაჭრეს

ვაზისუბანში, შანდორ პეტეფის ქუჩაზე დანით ორი პირი დაჭრეს.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაპირისპირება ოთხ პირს შორის მოხდა. მათგან ორი დაიჭრა, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო დახმარების მანქანამ წაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილი პირები ინგოროყვას სახელობის კლინიკაში არიან გადაყვანილი.
უცნობია დააკავეს თუ არა ინციდენტის მონაწილე პირები. მომხდარის დეტალებს “ინტერპრესნიუსი” შსს-ში არკვევს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი