ირაკლი ჩანქსელიანი სოციალურ ქსელში, ჯგუფში, ქალაქის პრობლემები, წერს:
თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე, ქვემო ფონიჭალაში დააყენეს კამერა შუქნიშანზე, პრობლემა რაშია:
შუქნიშანი არის ორ მხარეს, კამერა უყურებს მხოლოდ 1 მხარეს, როცა ერთი მხარე წითლდება, მეორე მხარეზე ისევ მწვანე ანთია, ადამიანები გადიან მწვანეზე, კამერის მხარეს ისევ წითელია და მისდით ჯარიმები, ასობით ადამიანი დაჯარიმდა უკვე. ფაქტი ცნობილია მინიმუმ 2 კვირაა, მაგრამ კაციშვილი არ მოსულა გასასწორებლად.