ადგილზე 2-ტონიანი ქვევრის ფასი 2000 ლარია – რომან ჩინჩალაძე

რომან ჩინჩალაძემ ჭიათურაში ქვევრის საწარმო ევროკავშირის დაფინანსებით 7 წლის წინ აამუშავა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას საწარმოს ხელმძღვანელი ამბობს, ქვევრისთვის ადგილობრივ თიხას იყენებენ, რომელიც საწარმოდან 8 კმ-ში მოიპოვება.
„ჭიათურის რაიონის სოფელი ტყემლოვანადან ვარ. ჩემი წინაპრები – მამა, ბაბუა ყველა ქვევრებს ამზადებდნენ. 7 წლის წინ ევროკავშირის 15 000 ევროს ოდენობით დაფინანსება მივიღეთ და სოფელ ტყემლოვანაში საწარმო ავაშენეთ. 2 ტონიდან დაწყებული ყველა ზომის ქვევრებს ვაწარმოებთ. წარმოებაში ადგილობრივ მასალას ვიყენებთ, რომელიც 8 კმ-ით მოშორებით მოიპოვება“, – ამბობს რომან ჩინჩალაძე.
საწარმო ქვევრებს ყიდის კახეთში, ბათუმში, რაჭაში, შარშან გაყიდეს 10 ტონის მოცულობის ქვევრები ში და 10-12 ტონის – ბულგარეთში.
როგორც საწარმოს ხელმძღვანელი ამბობს, ქვევრის ფასები რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული – ადგილიდან წაიღებენ, თავად მწარმოებელი მიიტანს ადგილზე, თუ დაუმონტაჟებს. ფასს ქვევრის მოცულობით ანგარიშობენ და ქვევრის ღირებულება ლიტრზე 1 ლარიდან იწყება, ანუ ადგილზე 2-ტონიანი ქვევრის ფასი 2000 ლარია.
რომან ჩინჩალაძის თქმით, შარშანდელიდან მოყოლებული გაყიდვებმა იკლო და ის ამის მიზეზად რეგიონში არეულობას და კონკრეტულად უკრაინაში მიმდინარე ომს ასახელებს.

ასევე დაგაინტერესებთ