ადგილზე, სადაც თინას ბოკუჩავას თქმით, ხუთმა ნიღბიანმა მის ქმარს თვალები აუხვია და გაიტაცა, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე არ ჩატარებულა

კოტე იოსელიანის გატაცების საქმე- ადგილზე, სადაც თინას ბოკუჩავას თქმით, ხუთმა ნიღბიანმა მის ქმარს თვალები აუხვია და გაიტაცა, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე არ ჩატარებულა.
არადა მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული.
ადგილობრივები და ის ადამიანები, რომლებიც მიმდებარე ობიექტებზე მუშაობენ, ამბობენ, რომ ყველა კამერა მუშაობს, მაგრამ პოლიცია ამ დრომდე ადგილზე არ გამოჩენილა და ვიდეოკამერების ჩანაწერები არავის ამოუღია.
რაც შეეხება ივანიშვილის გუნდს, მისი წევრების მტკიცებით, ეს არის ბოკუჩავას მიერ “გამოგონილი ამბავი”.