აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ადა მარშანიამ პრეზიდენტობის კანდიდატს მიხეილ ყაველაშვილს მხარი არ დაუჭირა.
როგორც მან პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზში “ქართულ ოცნებას” მიმართა, კანდიდატი უკეთესად უნდა შეერჩია.
მისი შეფასებით, ყაველაშვილის წარდგენით “ქართულმა ოცნებამ” ზიანი ქვეყანასაც მიაყენა და საკუთარ თავსაც.
მარშანიას ყაველაშვილის კანდიდატურა არ მოსწონს, ამიტომ საარჩევნო ყუთში ცარიელ ბიულეტენს აგდებს.
„უფრო უკეთესად უნდა მოგეფიქრებინათ. თქვენ, ყველამ ერთად საქართველოსაც ზიანი მიაყენეთ და თქვენს თავსაც როგორ პოლიტიკურ ძალას. მე არ შემოვხაზავ, ცარიელს, შემოუხაზავს ვაგდებ”,- განაცხადა ადა მარშანიამ.
შეგახსენებთ, პრეზიდენტის არჩევნებში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ორი დეპუტატი არ მონაწილეობს – დეპუტატები, ზურაბ ჯგუბურია და თემურ ჟვანია, ბოიკოტს აცხადებენ.
მოქალაქეებმა პარლამენტთან ბურთები მიიტანეს და თამაში დაიწყეს. ისინი ამგვარი ფორმით გამოხატავენ პროტესტს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელების გამო. გარდა ბურთებით თამაშისა, აქციის მონაწილეებს პარლამენტთან დიპლომებიც აქვთ მიტანილი. პარალელურად იმის შეძახილები – „დიპლომი ყაველაშვილს“.