ადამ მიცკევიჩის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა | მოძრაობა აღდგენილია

მერიის განცხადებით, საბურთალოს რაიონში, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია.
უწყება ამბობს, რომ 19 800 კვადრატულ მეტრზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო, მოეწყო ტროტუარები, პანდუსები და სანიაღვრე ქსელი. მერიის განცხადებით, მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა საჰაერო ელექტროსადენები და სრულად მოწესრიგდა ბუნებრივი აირის დაზიანებული მიწისქვეშა ქსელი.
ქუჩაზე გარე განათების ახალი ქსელიც მოაწყვეს.
ადამ მიცკევიჩის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 2 000 000 ლარი გამოიყო.