ადამ კინზინგერი – ქართველმა ხალხმა იცის, რა არის რუსეთი და მისი არაფერი სურს – ამერიკა, ისევე როგორც ევროპა, თქვენს გვერდითაა, ქართველების ხმას ვერასდროს ჩაახშობენ

ქართველმა ხალხმა იცის, რა არის და მისი არაფერი სურს. ცოტა ხნის წინ „ქართულმა ოცნებამ” და მისმა დე ფაქტო ლიდერმა, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტეს, რომ საქართველო რუსეთთან შესაბამისობაში მოიყვანონ, – ამის შესახებ ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.
მისი თქმით, 2008 წელს, როდესაც მსოფლიო ოლიმპიურ თამაშებს ადევნებდა თვალს, საქართველოში ერთი მიზეზით შემოიჭრა, მას ჰქონდა შიში, რომ თავისუფალი და აყვავებული საქართველო შთააგონებდა მის საკუთარ ხალხს რუსეთში.
ყოფილი კონგრესმენი აღნიშნავს, რომ ქართველებმა მამაცურად იბრძოლეს და რუსეთის ჯარების ნაწილმა საქართველო დატოვა, თუმცა რუსეთი დღესაც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპაციას.
„ქართველმა ხალხმა იცის, რა არის რუსეთი და მისი არაფერი სურს. ცოტა ხნის წინ “ქართულმა ოცნებამ” და მისმა დე ფაქტო ლიდერმა, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტეს, რომ საქართველო რუსეთთან შესაბამისობაში მოიყვანონ. ტყუილებისა და პროპაგანდის გაშლით, თითქოს ცდილობს, საქართველო რუსეთს დააპირისპიროს უკრაინის გამო. ეს აშკარად სიგიჟეა. მათ ხელახლა წარადგინეს “უცხოური აგენტების შესახებ კანონი”, რომელმაც უნდა აიძულოს არასამთავრობო ორგანიზაციები აგენტებად დარეგისტრირდნენ. კანონი, რომელსაც მხარს უჭერენ და რომელიც „მოიხარშა“ “ქართული ოცნების” ბატონების მიერ მოსკოვში. საპასუხოდ, ქართველი ხალხი ქუჩებში გამოვიდა, მოხდა სასტიკი დარბევა. მაგრამ ამან მხოლოდ გაამყარა ქართველი ხალხის სიმტკიცე და კიდევ მეტი ადამიანი გამოიყვანა ქუჩებში. ახლა ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და მთავრობაში აღარ ვარ, მაგრამ კარგად ვიცნობ საქართველოს და მის ხალხს და მე მიყვარს ეს ქვეყანა. როგორც საქართველოს მეგობარი ჯგუფის ხელმძღვანელი, მოკითხვას გადავცემ ქუჩებში გამოსულ ადამიანებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ მხრიდან სასტიკ ზეწოლას ეწინააღმდეგებიან. ამერიკა, ისევე როგორც ევროპა, თქვენს გვერდითაა. თქვენს ხმას, ქართველების ხმას, ვერასდროს ჩაახშობენ”, – აცხადებს კინზინგერი.
მისი თქმით, „ამერიკა დგას საქართველოს გვერდით და ქართველი ხალხი ამერიკის გვერდით და რუსეთის მცდელობა, ქვეყანაზე კონტროლი დააწესოს, ჩავარდება.
“საქართველო ჩვენს საუკეთესო მოკავშირეებს შორის იყო ავღანეთში ომის დროს, სადაც ყველაზე მეტი ჯარისკაცი გაგზავნა მოსახლეობის საერთო რაოდენობის პროცენტულობის მიხედვით. ჩვენ ერთმანეთისგან ვისწავლეთ. მე შევხვდი ქართველ დაჭრილ ჯარისკაცებს სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, სადაც მკურნალობას გადიოდნენ იმ სულიერი და ფიზიკური ჭრილობებისგან, რომელიც ჩვენს გვერდით ბრძოლაში მიიღეს. ბევრი ამ ჯარისკაცისგან ახლა პოლიციელია. ბევრ ამ პოლიციელს აძლევენ ბრძანებას, დაჩაგრონ საკუთარი ხალხი, ახლა დროა, ამ ბრძანებაზე უარი თქვათ და გადადგეთ, ან შეურთდეთ ქართველ ხალხს ქუჩებში, რომლის ერთადერთი სურვილია, იცხოვროს თავისუფლად რუსეთისგან დამოუკიდებლად. ამერიკა დგას საქართველოს გვერდით და ქართველი ხალხი ამერიკის გვერდით. ჩვენი ალიანსი გაგრძელდება და რუსეთის მცდელობა, ქვეყანაზე კონტროლი დააწესოს, ჩავარდება. ღმერთმა დალოცოს ქართველი ხალხი, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ალიანსი და მეგობრობა. სიმტკიცეს გისურვებთ!”- აცხადებს ყოფილი კონგრესმენი.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ძალიან გვეხმარება „ოცნების“ და ივანიშვილის პოლიტიკა, ეს უკვე „პრო“ აღარ არის, ეს არის რუსულობა – რას ნიშნავს, როცა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ დაპირისპირებას აღვივებს? – იცის, ხმებით ვეღარ იგებს არჩევნებს