გუშინ, 3 დეკემბერს, სერია A-ს მე-14 ტურში “ინტერმა” “ნაპოლი” 3:0 დაამარცხა.
მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში “ნერაძურის” განაპირა მცველი დენზელ დუმფრისი “ნაპოლის” ფეხბურთელთან შეჯახების შემდეგ წაიქცა, ნიდერლანდელმა გონება დაკარგა. “პარტენოპეის” ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ კი ამის შესახებ მსაჯს მაშინვე აცნობა და სამედიცინო შტაბს დახმარება სთხოვა.
როგორც აღმოჩნდა, დუმფრისის დაზიანება სერიოზული არაა, ხვიჩას საქციელზე კი იტალიაში ბევრს საუბრობენ…
ვიდეო: goat.kvara