,, ადამიანი არის ჩვეულებრივი დადასტურებული ოსტაპ ბენდერი, რომელიც მაქინატორობს და მანიპულირებს რაღაც აზრებით ადამიანის” – პაპუაშვილი ბაჩიაშვილზე

გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტს ასე ეხმაურება:
,,ადამიანმა მილიარდი დოლარის თაღლითობა ჩაიდინა. შემდეგ ოსტაპ ბენდერის გაქნილობით მანქანა გადააკეთა, შიგნით სამალავი გააკეთა და საქართველო დატოვა ასე. ანუ ადამიანი არის ჩვეულებრივი დადასტურებული ოსტაპ ბენდერი, რომელიც მაქინატორობს და მანიპულირებს რაღაც აზრებით ადამიანის.
ასე რომ, რა თქმა უნდა, მისი განცხადებების მიმართ ნდობა არის ძალიან დაბალი. მოვისმინეთ ჩვენ განცხადება პენიტენციური სამსახურისა, ამას გარდა მოკვლევა არის დაწყებული იმისთვის, რომ დადგინდეს მაინც დეტალები, რასთან გვქონდა საქმე. ვნახეთ, რომ მის განცხადებაშივე იყო თაღლითობა ჩადებული. თქვა თითქოს, რომ ის სამარტოო საკანში იყო მთელი ეს პერიოდი, რაც არის ტყუილი და ამაზე თქვა პენიტენციურმა სამსახურმა, რომ ის არის საკანში, სადაც 4 ადამიანი თავსდება და სხვადასხვა დროს მასთან, სხვადასხვა პატიმრებთან ერთად იყო. ასე რომ, ნუ რა გითხრათ ახლა, ოსტაპ ბენდერის სიტყვა არ დაიჯერება.”

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)