„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ – წინა წლების მსგავსად კვლავ პრობლემად რჩება პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურისა და არაფორმალური მმართველობის არსებობა

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წლიური ანგარიშის – „ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში“ თანახმად, „წინა წლების მსგავსად კვლავ პრობლემად რჩება პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურისა და არაფორმალური მმართველობის არსებობა“.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტებთან კომუნიკაციისას, პატიმრები ციხეში არსებულ არაფორმალურ მმართველობაზე ხშირად მიუთითებენ.
ამასთან, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეებზე, მათ შორისა ს, სა და ს საქმეები. მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ „საქართველოს ხელისუფლებას აქვს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, დაიცვას ყველა დაკავებულის ჯანმრთელობა, უზრუნველყოს ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა და პატივი სცეს ფუნდამენტურ უფლებებს“.
რაც შეეხება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, დოკუმენტის თანახმად, საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ მიახლოებულია ევროკავშირის სტანდარტებთან და საქართველომ მიაღწია გარკვეულ პროგრესს კორუფციასთან ბრძოლის პროცესში, მაგალითად, ქვეყანაში დაარსდა ანტიკორუფციული ბიურო.
ანგარიშში საუბარია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და მის წინააღმდეგ წარმოებულ იმპიჩმენტის პროცედურაზეც.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ 2022 წლის ივნისში განსაზღვრულ 12 პრიორიტეტს შორის, პირველი პრიორიტეტი საქართველოში არსებული პოლარიზაციის დაძლევა იყო, თუმცა, პოლიტიკური პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, ს, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებით“.
ანგარიში ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ.