ადამიანის უფლებათა კონვენციის თანახმად, სასამართლოსთვის მიმართვა ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, ევროსაბჭოს მომხსენებლები კი „ქართულ ოცნებას“ სწორედ სასამართლოში სარჩელის შეტანის გამო აკრიტიკებენ

ადამიანის უფლებათა კონვენციის თანახმად, სასამართლოსთვის მიმართვა ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, ევროსაბჭოს მომხსენებლები კი „ქართულ ოცნებას“ სწორედ სასამართლოში სარჩელის შეტანის გამო აკრიტიკებენ
ევროპის საბჭოს ვებ-გვერდზე საქართველოს შესახებ კონგრესის მომხსენებლების განცხადებას ვკითხულობთ. ისინი აკრიტიკებენ მმართველი ძალის გადაწყვეტილებას ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით და ამასთან, მოუწოდებენ, გააუქმონ აღნიშნული ქმედებები.
ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გამართული დისკუსიის შემდეგ, საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ კონგრესის თანამომხსენებლებმა, ბერნდ ფორინგერმა (გერმანია, EPP/CCE) და სტიუარტ დიკსონმა (დიდი ბრიტანეთი, ILDG), შემდეგი განცხადება გააკეთეს:
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოს პარლამენტის წევრების გადაწყვეტილებას, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს ქვეყანაში სამი ძირითადი ოპოზიციური ძალის აკრძალვის მოთხოვნით. დემოკრატია მმართველობის ყველა დონეზე ვერ იარსებებს პოლიტიკური პლურალიზმისა და ეფექტური ოპოზიციის გარეშე. ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმით, რომ ქართული დემოკრატიის საფუძვლები თანდათანობით იშლება.
ვწუხვართ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უგულებელყო კონგრესის და ევროპის საბჭოს სხვა ორგანოების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა კომისრისა და საპარლამენტო ასამბლეის არა ერთი მოწოდება და მოვუწოდებთ მათ, გააუქმონ ეს ქმედებები. კონგრესი კვლავ იმის ერთგული რჩება, რომ საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოს ნებისმიერი შესაძლო გზით მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი ვალდებულებების შესრულებაში – დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის კუთხით, ადგილობრივ დონეზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კონვენციაში, სადაც წერია, რომ სასამართლოსთვის მიმართვა ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მისი შეზღუდვა დაუშვებელია, ამ დროს, ევროპის საბჭოს მომხსენებლები „ქართულ ოცნებას” სწორედ სასამართლოში სარჩელის შეტანის გამო აკრიტიკებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

სააკაშვილისგან განსხვავებით, აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირები, მოსალოდნელი არეულობის და სამოქალაქო დაპირისპირების მოლოდინში, საცხოვრებლად ვაშინგტონის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზებზე გადადიან

ძლიერი წვიმის შედეგად ნიუ იორკი დაიტბორა, ასეთია სტიქია – არ არჩევს ქალაქებს და ქვეყნებს, წარმომიდგენია, ეს რომ თბილისში მომხდარიყო, რა ისტერიკას დაიმართებდა აქაური უსამშობლოთა კასტა და რამდენჯერ ექნებოდათ მოთხოვნილი კახა კალაძის გადადგომა