ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განმარტებით, სასურველია, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მოვალეობები ნათლად განისაზღვროს.
„მიზანშეწონილია, აკრედიტაციის ცენტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მოვალეობები ნათლად განისაზღვროს. ამაში შედის აკრედიტაციის, მისი პირობების შესრულებისა და ინსპექტირების პროცესის მიმდინარე კონტროლი”, -განაცხადა გურამ გურამიშვილმა.
„კანონპროექტით სააგენტოსთვის განისაზღვრება ინსპექტირების პროცესის შეფასების უფლებამოსილება. აკრედიტაციის ცენტრს უფლება ექნება ინსპექტირების ცენტრი შეაფასოს.
მომხსენებლის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღება ინსპექტირების პროცესის ეფექტიანობას და გაჯანსაღებას უზრუნველყოფს.
კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა“, – აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – აგენტურის მთავარი დაპირება ტექნიკური მთავრობა ყოფილა, ზურაბიშვილმა გვამცნო – მან დაადასტურა, რომ სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები საერთო პატრონის დავალებებით მოქმედებენ