ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტში დღეს შესაბამის რეზოლუციას უყრიან კენჭს

ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტში დღეს შესაბამის რეზოლუციას კენჭი უნდა ეყაროს. გუშინ ევროპელმა კანონმდებლებმა თემასთან დაკავშირებით დებატები გამართეს. დოკუმენტს 5 ავტორი ყავს.
მანამდე ევროპარლამენტმა რეზოლუციისთვის წინადადება გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ის გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გინტურის მკვლელობას და ლევან დოთიაშვილის უკანონო დაკავებას. ევროპარლამენტი დოკუმენტში მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წელს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. თუ აქამდე ცდილობდნენ რამენაირად შეეფუთათ დამოკიდებულება და თავიანთი გავლენების გაზრდის მცდელობები, ახლა ესეც აღარ ხდება

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა. მისი მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა – არჩილ გორდულაძე