ადამიანებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური პასპორტები, ასევე აქვთ არადიპლომატიური პასპორტები და შეუძლიათ, უვიზოდ შევიდნენ ევროპის ქვეყნებში, შესაბამისად, ეს არის სიმბოლური აქტი, არავითარი პრაქტიკული დატვირთვა არ აქვს

ადამიანებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური პასპორტები, ასევე აქვთ არადიპლომატიური პასპორტები და შეუძლიათ, უვიზოდ შევიდნენ ევროპის ქვეყნებში, შესაბამისად, ეს არის სიმბოლური აქტი, არავითარი პრაქტიკული დატვირთვა არ აქვს
ადამიანებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური პასპორტები, ასევე აქვთ არადიპლომატიური პასპორტები, შესაბამისად, შეუძლიათ, უვიზოდ შევიდნენ ევროპის ქვეყნებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, შესაბამისად, ეს არის სიმბოლური აქტი და არავითარი რეალური პრივილეგიების გაუქმება ამით არ ხდება.
„თვითონ ევროპელებიც აღნიშნავდნენ თავიანთ კომენტარებში, რომ დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვა არის არსებითად სიმბოლური დატვირთვის მატარებელი. ჯერ ეს აქტი გამოიცემა თუ არა, ესეც გარკვეული არ არის, იმიტომ, რომ ტექნიკურ სირთულეებთანაც არის დაკავშირებული ამ შეზღუდვის შემოღება. მაგრამ ასეც და ისეც, თავადვე აცხადებენ, რომ ეს არის სიმბოლური ჟესტი და პრაქტიკული დატვირთვა მაინცდამაინც არ ექნება. ‘
გარდა ამისა, ყველასთვის ცნობილია, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური პასპორტები, პოლიტიკოსები იქნებიან ისინი, თუ ელჩები, მათ ასევე აქვთ არადიპლომატიური პასპორტები, შესაბამისად, შეუძლიათ, უვიზოდ შევიდნენ ევროპის ქვეყნებში. ესეც დაადასტურებს თვითონ ევროპელმა პოლიტიკოსებმა და ჩინოვნიკებმა. შესაბამისად, ეს არის სიმბოლური აქტი, არავითარი რეალური პრივილეგიების გაუქმება ამით არ ხდება, არის უბრალოდ, პოლიტიკური ჟესტი და მორიგი ანტიქართული გადაწყვეტილება. როდესაც ელჩებთან დაკავშირებით მიდის ასეთი საუბარი, იცით, რომ ელჩი არის ზოგადად, ხელშეუხებელი, ომის დროსაც კი და როდესაც ვიღაც ცდილობს, რომ ჩვენს ელჩებს დაუწესოს სავიზო შეზღუდვები, სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით, ეს არის ელემენტარული პრინციპების დარღვევა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არის ჩამოყალიბებული.
აქედან გამომდინარე, თავადაც არ არიან ბოლომდე მკაფიოდ ჩამოყალიბებული ამ გადაწყვეტილებებში, ვისზე შეიძლება გავრცელდეს, როგორ შეიძლება გავრცელდეს, უნდა გავრცელდეს თუ არა საერთოდ. ამიტომ, მათ დაიწყეს საუბარი პროცედურების წამოწყებაზე. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი. ასეც და ისეც, ეს ყველაფერი არის სიმბოლური აქტი, არავითარი პრაქტიკული დატვირთვა ამას არ აქვს, არის უბრალოდ, სამწუხარო, პოლიტიკური, ანტიქართული გადაწყვეტილება. ეს არის მარტივი პროვოკაცია, რომლის მიზანია მეორე მხარე წამოეგოს პროვოკაციას. ჩვენ, ისევე, როგორც ლიეტუვისა და ს შემთხვევაში, არ ვაპირებთ ასეთ მარტივ ხრიკებზე და პროვოკაციებზე წამოგებას, ჩვენ გვექნება აბსოლუტურად პრაგმატული პოლიტიკა, “ – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც სრულად დისკრედიტირებული ევროპული ლიდერშიპი პირისპირ დარჩება საზოგადოების წინაშე, ღიად გაჟღერდება ახალი და მთავარი ინიციატივა – უუნაროა არსებული პოლიტიკური სისტემა, ამიტომ საჭიროა მმართველობის ახალი ფორმა და ეს ფორმა იქნება კორპორაციული მმართველობა

ევრობიუროკრატია დღეს დიპ სტეიტის ხელით რომ იმართება, ამას პატარა ბავშვიც კი ხვდება – საკუთარი ქვეყნებისა და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას თანამდებობებზე დასმულ პოლიტიკოსებს სწორედ ოლიგარქები აიძულებენ

დიპ სტეიტს უნდა, აჩვენოს ხალხს, რომ ევროპის უმძიმესი მდგომარეობა პოლიტიკური სპექტრის, არსებული პოლიტიკური სისტემის ბრალია – დიპ სტეიტს სურს, რომ ხალხის თვალში ბოლომდე დააკნინონ პოლიტიკური “ლიდერები” და სახელმწიფო ინსტიტუტები

„შეთანხმებას“, რომელზეც ურსულა ფონ დერ ლაიენს ხელი მოაწერინეს და შედეგად, ევროგაერთიანების ხარაკირს სწორედ მისი ავტოგრაფი ექნება სამუდამოდ, წინ უსწრებდა კიდევ ერთი, არანაკლებ კაბალური შეთანხმება, რაც სამხედრო ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდას გულისხმობს