ადამიანებს, რომლებიც ჩართულები არიან საარჩევნო კამპანიაში, მოვუწოდებ, მაქსიმალურად თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო გარემო ძალადობისა და სიძულვილის ენის გარეშე წარიმართოს.
იოსელიანმა პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, მაქსიმალურად თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან.
“წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ერთი რამ მინდა ვთქვა, რასაც ყოველთვის ვამბობ და ხაზს ვუსვამ-ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო გარემო ძალადობისა და სიძულვილის ენის გარეშე წარიმართოს. ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკოსს, ადამიანებს, რომლებიც ჩართულები არიან კამპანიაში, მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან. სამწუხაროდ, უკვე ვხედავთ შემთხვევებს, როდესაც ასეთი ფაქტები ხდება და ამაზე არჩევნების წინა პერიოდში, ასევე არჩევნების დროს ჩემი მხრიდან დამატებით განცხადებებს გავაკეთებ. იმედი მაქვს, მშვიდ გარემოში ჩაივლის” ,- განაცხადა იოსელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?