“ადამიანებს, რომლებიც განკარგავენ მილიარდებს, 4 000 ლარი ხელფასი არ უნდა ჰქონდეთ” – მდინარაძე

უმრავლესობის ლიდერმა, მ, განაცხადა:
“ვაპირებთ ათეულში აღმოვჩნდეთ, მსოფლიოს პირველ ათეულში კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ახლა, ამ პირობებში, მე აბსოლუტურად არ ვეთანხმები და უნდა მივიღოთ თამამი გადაწყვეტილებები ამასთან დაკავშირებით, ადამიანები, რომლებიც განკარგავენ მილიარდობით ლარს, 4 000 ლარი ხელფასი არ უნდა ჰქონდეთ. კოეფიციენტების მორგების უფლება მივეცით გუშინდელი ცვლილებით, ხელფასები კი არ გავუზარდეთ, კოეფიციენტები, რომლებიც მიღებულია წლების განმავლობაში და ხმა არ ამოგიღიათ ამაზე, არც შეგიმჩნევიათ, იმიტომ, რომ სწორი იყო იცოდით, გუშინ მოვარგეთ, საშუალება მივეცით ამ კოეფიციენტს მოერგოს, ეს არ არის გასამმაგება და გაოთხმაგება, სამწუხაროდ, ნეტავ სახელმწიფოს იმის საშუალება ჰქონდეს, რომ 4 000-დან 40 000 გახდეს თითოეული ადამიანის ხელფასი. 4 000 ათასი ლარი არაფრით შეიძლება ჰქონდეს ადამიანს ხელფასი, რომელიც მილიარდობით ლარს განაგებს, დიახ, ამ შემთხვევაში, მართლა შეიძლება რაღაც კორუფციის რისკები გაიზარდოს”.
ცნობისთვის,
პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასის ზრდას ითვალისწინებს.კანონპროექტს 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან.
თანამდებობრივი სარგოს წესში ცვლილება შემდეგ თანამდებობის პირების ანაზღაურებას ეხება:
პრეზიდენტი;
პრემიერ-მინისტრი;
მინისტრი/სახელმწიფო მინისტრი, მათი პირველი მოადგილე და მოადგილეები;
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე;
მთავრობის თავმჯდომარე, მათი მოადგილეები.
კანონპროექტი 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

ასევე დაგაინტერესებთ