ადამიანები, რომლებსაც ახალი ამბები თქვენამდე პირველებს მოაქვთ | გაიცანით “მთავარი არხის” ციფრული დეპარტამენტი

ლიდერი ონლაინ სივრცეში. როგორ იქმნება კონტენტი და იმართება “მთავარი არხის” სოციალური მედია. ყველაზე პოპულარული ამბები და ვიდეობი, რომელსაც ყოველდღიურად მილიონზე მეტი მომხმარებელი ადევნებს თვალს. წლის მნიშვნელოვანი ამბები და მოვლენები, რომელიც თქვენამდე ოპერატიურად მოიტანეს. დეზინფორმაციასთან ბრძოლა, უძილო ღამეები და შედეგი, რომელსაც მთავარის ციფრული მედიის დეპარტამენტმა უმოკლეს დროში მიაღწია. მთავარი.tv – ნანუკა მაღლაკელიძე გაგაცნობთ, ვინ არიან ადამიანები, რომლებიც 24 საათის რეჟიმში მუშაობენ, იმისთვის, რომ “მთავარი არხის” ონლაინსივრციდანაც პირველებმა გაიგოთ საინტერესო და მნიშვნელოვანი ამბები.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე

ასევე დაგაინტერესებთ