“ადამიანები რომლებიც ხედავენ თუ სადაა სიმართლე და სად არის სიბინძურე, უბრალოდ გვერდით გადგნენ” – კაჭკაჭიშვილი

ვეცდები ცოტა დიდ სურათში დაგანახოთ და მაქსიმალურად მოკლედ გადმოგცეთ რეალურად რაც აქამდე ხდებოდა და ხდება.
დავიწყებ ელიზბარაშვილის ნაწილით.
ადამიანი, რომელსაც არც სიტყვის შესრულება და არც ელემენტარული ზრდილობა არ გააჩნია, ქალებს და შვილიშვილის ასაკის გოგონებს არ აგინოს, ან არ მიაყენოს შეურაცხოფა, არ შეუძლია.
ადამიანებმა, უბრალოდ მისი სიბილწის, მისი მხრიდან გინების არეალში რომ არ მოხვედრილიყვნენ, უბრალოდ მთხოვეს, ამიხსნეს და მესმის მათი. გაერიდნენ.
რადგან ყველას არ შეუძლია 24/7-ზე ისმინოს ამ უზრდელი კაცის გინება. ნებისმიერის ოჯახის წევრს შეიძლება უმტყუნოს ნერვებმა და სავალალო შედეგი დადგეს. რამოდენემე ჩემი ორგანიზაციის წევრიც სწორედ ამ მიზეზით წავიდა. მეუღელეს, შვილს, ძმას, მეგობარს გაუფრთხილდა.
თამაზი სანამ ვინმეს თაღლითს და დამნაშავეს დაუძახებს, თავად რაზეა ნასმართლები თავად თქვას. მე მის ინტელექტს ვეღარ ვეწევი. მეორე ფრონტი ქალბატონი შამათავა:
– რამოდენიმე დღის წინ ასე უთქვამს: ყველაფერს გავაკეთებ რომ მიშა ციხეში ჩავსვაო. სასამართლოს გზით რომ ვერაფერს გახდა( გუშინ ერთ-ერთ საქმეზე აპელაციაშიც დამარცხდა) სისხლი სამართლით დააწყებინა გამოძიება და მიუხედავად იმისა რომ მოწმის სტატუსი მაქვს საქმეში , უძრავ-მოძრავი ქონება გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე დაყადაღებულია.
– აშენებული თავშესაფარი რომ დაანგრია და მერე ჩაატარებინა ექსპერტიზა და თქვა: ეს ნაწილი ქარმა დაანგრიაო, ეგ ცალკე მავნებლობაა. თუმცა დოკუმენტებით სხვა გაირკვა და გაირკვევა კიდევ ძალიან მალე. მიშა თუ არ ვარგა, აშენებულს რას ერჩოდა ?!
დიახ, სწორედ მისი ყადაღების გამო ვეღარ ვკვებავ ჩემს ცხოველებს სათანადოდ და ადამიანების დახმარების წყალობით გავდივართ ამ ჯოჯოხეთს ამდენი ხანია.
ამ ყველაფერში ამ დროს ერთვება ქალბატონი სოფია( ერთ დროს ჩემი მეგობარი) და ვაიმე თურმე მიშამ მიწა წამართვა კივის და შამათავას შეკვეთას ასრულებს. ( ბოლო დღეებია ჩემს მეგობრებს ინტენსიურად წერს და ცდილობს თავის მართლებას)
– ჩემი ხელიდან ის მიწა დაბრუნებულია 30 ოქტომბერს და იურიდიულადაც და მორალურადაც მართალი ვარ მასთანაც და კანონთანაც .და თუ ვინმესგან არის დაზარალებული და იმ მიწას ყადაღა დღემდე ადევს, სწორედ შამათავაა, მას მოსთხოვოს.
– შემდეგ შამათავა და მისი გუნდის წევრი-სოფია. ფორმულაზე უკვეთავენ სიუჟეტს და რეპუტაციულად დაზიანების მიზნით, მიჭრილ-მოჭრილი, აწყობილი ცალმხრივად გაშუქებული სიუჟეტით მირტყამენ.
ადამიანები რომლებიც ხედავენ თუ სადაა სიმართლე და სად არის სიბინძურე, უბრალოდ გვერდით გადგნენ, რადგან არ უნდათ, კიდევ ვიმეორებ უზრდელმა და ბოღმა ელიზბარაშვილმა აგინოს.
ამ ყველაფერმა ერთად მოიტანა ის მოცემულობა რაც დღეს არის. ეს არის და ეს.
მცირე ზომის და 20 ლარიან დაკვეთილ მპოსტავებს არ ვთვლი.

ასევე დაგაინტერესებთ