ადამიანებზე ძალადობა ვერ “გაპრავდება” ოჯახური ღირებულებების სახელით – დიმიტრი ცქიტიშვილი

ეკონომისტი და დიპლომატი, ეხმაურება 17 მაისს – როგორც ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს. ასევე, ამ დღის საპირწონედ “ქართული ოცნებისა” და საქართველოს საპატრიარქოს მიერ ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნას.
ის წერს, რომ არ შეიძლება ძალადობისა და სიძულვილის გამართლება “ოჯახის სიწმინდის დაცვის” სახელით.
“ადამიანებზე ძალადობა და მათი მარგინალიზება ვერ “გაპრავდება” ოჯახური ღირებულებების სახელით. ოჯახი პირველ რიგში სიყვარულს ეფუძნება და არა სიძულვილსა და ძალადობას. თუ გვინდა, რომ თანამედროვე პროგრესულ საზოგადოებად ჩამოვყალიბდეთ, უნდა ვისწავლოთ განსხვავებულის აღიარება, პატივისცემა და სიყვარული. უნდა ვისწავლოთ ოჯახისა და ადამიანის დაფასება ყოველდღე და არა რომელიმე ერთ დღეს. ჩემი პატივისცემა ყველას ვისაც საკუთარი ოჯახი უყვარს! ჩემი სოლიდარობა ქვიარ თემს!”, – წერს დიმიტრი ცქიტიშვილი.
17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ის უკვე 20 წელია რაც აღინიშნება მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში.
2013 წელს, თბილისში, ამ დღის აღსანიშნავი შეკრება სასტიკად დაარბიეს. კონტრაქციაში მონაწილეობდნენ, მათ შორის სასულიერო პირები და მრევლი. მათ ლგბტქ+ თემის წევრებსა და მათ მხარდამჭერებს აქციის გამართვის საშუალება არ მისცეს, დაედევნენ, დალეწეს ავტობუსები და მიკროავტობუსები.
2014 წელს, შეკრების სასტიკად დარბევიდან ერთი წლის შემდეგ, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის დღის საპირწონედ, საქართველოს საპატრიარქომ 17 მაისი ჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა.
2024 წელს, მაშინ, როცა “ქართულმა ოცნების” რიტორიკა გახდა ღუად ჰომოფობიური და მათ ერთპარტიულ პარლამენტში არაერთი დისკრიმინაციული კანონი მიიღეს, მ 17 მაისი უქმე დღედ გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ