აგროჰაბმა რიგით მეექვსე ფილიალი გახსნა

სპორტის სასახლის მიმდებარედ, ბ.კვერნაძის ქ, #7 / პ.ასლანიდის ქ, #12 ნომერში აგროჰაბის რიგით მეექვსე ფილიალი გაიხსნა. ახალი ფილიალის მთავარი კონცეფცია რა თქმა უნდა უცვლელია, რაც გულისხმობს ცენტრალური საწარმოდან თითოეული ფილიალის ყოველდღიურად აგროჰაბის წარმოების, ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტებით მომარაგებას, თუმცა ფორმატი განსხვავებულია აგროჰაბის ტრადიციული ჰიპერმარკეტისგან, რადგან სპორტის სასახლის ფილიალი უფრო მცირე ზომისაა.
„ მოხარულები ვართ , რომ აგროჰაბის კიდევ ერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა, კომპანია იზრდება და გვემატება ფილიალები, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნაზეა მორგებული, რა თქმა უნდა ახალი ფილიალიც, მსგავსად სხვა ობიექტებისა ჩვენი წარმოების მრავალფეროვანი პროდუქტებით მომარაგდება ცენტრალური საწარმოდან, მომხმარებელს დახვდება ასევე სხვა ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი და აგროჰაბის იმპორტის მსოფლიოში წამყვანი ბრენდები, რომელსაც ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენს ქსელში შეიძენთ, გარდა ამისა პერიოდულად ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ სიახლეებს სხვადასხვა პროდუქტის წარმოების მიმართულებით.“ – განმარტავს აგროჰაბის დირექტორი გიორგი ჯაშიაშვილი.
მნიშვნელოვანია, რომ აგროჰაბში ამჟამად დასაქმებულია 2000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 150-მდე ადამიანი ახალ ფილიალში დასაქმდა.
2024 წელი აგროჰაბისთვის მნიშვნელოვანი წელი აღმოჩნდა, რადგან კომპანიას დაემატა ორი ახალი ობიექტი, სანაპიროს ფილიალი და სპორტის სასახლის მიმდებარედ. 2025 წლის პირველ კვარტალში გაიხსნება კიდევ ერთი ფილიალი საბურთალოზე, ჭილაძის ქუჩაზე, ასევე იგეგმება ქუთაისის ფილიალის გახსნა.

ასევე დაგაინტერესებთ