აგროჰაბი • AgroHub-ის სანაპიროს მულტიფუნქციური ობიექტი, რომელიც არქიტექტურულმა კომპანია Studio 9 • სტუდია 9-მ დააპროექტა, საერთაშორისო კონკურსის Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია

„აგროჰაბის“ მულტიფუნქციური ობიექტი სანაპიროზე, რომელიც არის არქიტექტურული კომპანია „სტუადია 9“-ის მიერ დაპროექტებული, საერთაშორისო კონკურსის Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია.
Architizer A+Awards ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მასშტაბური არქიტექტურული კონკურსია მსოფლიოში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება 2013 წლიდან სხვადასხვა კატეგორიაში, სადაც წლების განმავლობაში ნომინირებული იყვნენ ისეთი ბრენდები, როგორიცაა: Nike- (ინოვაციური სივრცეები), IKEA- (სააცხოვრებელი კონცეფციები), louis Vuitton- (პავილიონები და ფეშენ ინსტალაციები), ასევე Google, Facebook, Microsoft – (კამპუსები ფა ოფისები).
ტოპ გამარჯვებულთა სიაში შეხვდებით ისეთ კომპანიებს, როგორიცაა: “Me Dubai Hotel” – Zaha Hadid Architects (დუბაი,UAE); “Apple Central World” -Foster + Partners ( ბანგკოკი, ტაილანდი); „Google Bay View Campus” – Big +Heatherwick studio ( კალიფორნია, ) და სხვები.
წლევანდელ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 80-ზე მეტი ქვეყნის ათასობით პროექტმა, ასეთ კონკურენტულ გარემოში გამარჯვება ძალიან დიდი მიღწევაა, როგორც პროექტისთვის ისე ქართული არქიტექტურისთვის.
„ჩვენმა პროექტმა „მულტიფუნქციური სანაპირო ობიექტი აგროჰაბი“ (Multifunctional Landmark on the Riverbank) გაიმარჯვა Architizer A+Awards 2025-ის ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტულ არქიტექტურულ კატეგორიაში – შერეული გამოყენება (Mixed Use,

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ფარჯიანი: პრობლემა იმაშია, რომ ხალხი, ვინც ახლა არაბებთან აფორმებს ღმერთმა იცის რა შინაარსის კონტრაქტს, ზუსტად ეგ ხალხი “გუშინ” იძახდა, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არსებობს, რომ ღარიბაშვილი ყველაზე კარგი პრემიერია, რომ “ბუზი ბევრი ბზუისო, გახარიასთან ყველა ტყუისო”

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებით საძიებო-სამაშველო ოპერაციებს ჩამოვარდნილ სამხედრო სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით