“აგროჰაბის” დირექტორი ადასტურებს, რომ მათ ოფისში სუს-ი შევიდა (ვიდეო)

სუს-ი სუპერმარკეტების ქსელების მფლობელ კომპანიებშიც შევიდა. “აგროჰაბის” დირექტორმა, გიორგი ჯაშიაშვილმა “პირველებს” დაუდასტურა, რომ მათ ოფისში დღეს მდინარაძის უწყების ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლები მივიდნენ.

“აგროჰაბისგან” გამომძიებლებმა დოკუმენტები და პროგრამული ბაზები მოითხოვეს. როგორც ჯაშიაშვილი “პირველებს” ეუბნება, სუს-ს გამზადებულ დოკუმენტაციას მიაწვდიან.  “აგროჰაბის” დირექტორი ამბობს, რომ საუბარია შესყიდვებთან დაკავშირებულ ყველანაირ დოკუმენტაციაზეა.

სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურიდან იყვნენ მოსულები, ანტიკორუფციულიდან. დოკუმენტები და პროგრამული ბაზები მოითხოვეს. თარიღების მიხედვით არის რაღაცები გასაკეთებელი, გავამზადებთ დოკუმენტაციას და მივაწვდით. 

არ ვიცოდით (გუშინ, კობახიძესთან შეხვედრისას)  დაგვირეკეს წინასწარ, თუ ხართ ოფისში, რაღაც საკითხები გვინდა გავიაროთო და მოვიდნენ. 

ფასებთან დაკავშირებით, რაზეც არის ეს პერიოდი საუბარი, მაღალ ფასებთან დაკავშირებით, მაგასთან კავშირშია ზუსტად. 

არვიცი (რაზე აქვთ ეჭვები) მანდ არის რაღაცები კონკრეტულად ჩასაშლელი – შესყიდვებთან დაკავშირებით ყველა ტიპის დოკუმენტაცია აინტერესებთ. (ჟურნალისტი – რა ფასად იყიდება თითოეული პროდუქტი?) კი კი ეგ ყველაფერი აინტერესებთ”, – ამბობს აგროჰაბის დირექტორი.

ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სადისტრიბუციო კომპანიებშიც შევიდა. ამ დროისთვის, ოფისებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

“პირველების” ინფორმაციით, სუს-ის წარმომადგენლები ფინანსურ დოკუმენტებს, კონტრაქტებს და გადარიცხვებს ითხოვენ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 იანვარს, ირაკლი , სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით, სადისტრიბუციო კომპანიების, და ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა.

ფასების კომისიის სხდომას ესწრებოდა 15-მდე ქსელური მარკეტის წარმომადგენელი, ასევე, სუს-ის უფროსი, და მინისტრთა კაბინეტის და კონკურენციის სააგენტოს წევრები.