აგროსექტორში ყველაზე მარტივი იაფი ფულის მოძიებაა… პრობლემა smart money-ს არ არსებობა – ფერმერი

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ფარგლებში – „ფინანსებზე ხელმისაწვდომობა სოფლის მეურნეობის დარგში (კერძო ფინანსური ინსტიტუტების ჭრილში)“ დაგეგმილი მესამე ზეპირი მოსმენა დასრულდა. მოკვლევის მიზანს სოფლის მეურნეობის დარგში ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირება და საჭირო რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენს. შეხვედრაზე ყურადღება სოფლის მეურნეობის დარგში სამეწარმეო ფინანსურ რესურსებზე წვდომის საკითხში არსებულ ხარვეზებსა და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებებზე გამახვილდა.