აგროდრონების მსოფლიო ბაზარი იზრდება

სოფლის მეურნეობის ბაზარზე დრონების მოცულობა 2024 წლიდან 2032 წლამდე წელიწადში საშუალოდ 20,1%-ით გაიზრდება – ამის შესახებ east-fruit-ი წერს.
Global Ag Tech Initiative-ის ინფორმაციით, 2022 წელს, აგროდრონების ბაზარი 7,9 მლრდ დოლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ ზრდის მთავარი განმაპირობებელი სუბსიდიების, ასევე ფერმერებისთვის გრანტებისა და ფინანსური პროგრამების ზრდა გახდა.
მოსალოდნელია, რომ გამოყენების თვალსაზრისით, სასოფლო-სამეურნეო დრონების ინდუსტრიაზე 2032 წლისთვის დიდი მოთხოვნა იქნება.
რეგიონულ დონეზე, 2023-დან 2032 წლამდე, აზია-წყნარი ოკეანიის აგროდრონების ინდუსტრია ძლიერ ზრდას განიცდის, რაც მოსავლიანობის გაუმჯობესების მუდმივი საჭიროების გამო ტექნიკის მზარდი გამოყენებით არის გამოწვეული.
წყარო: bpn.ge