ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი ეხმაურება უკრაინაში მშვიდობის მიღწევის შესახებ მიმდინარე დისკუსიას. ის წერს, რომ აგრესორის პირობებზე დათანხმება მხოლოდ წაახალისებს მას.
“დადგა დრო, დავიწყოთ განხილვა ფართო კოალიციის ფარგლებში, ვისაც სურს სამართლიანი მშვიდობა უკრაინაში. აგრესორის პირობებით მიღწეულ “მშვიდობას” კაპიტულაცია ჰქვია და მხოლოდ წაახალისებს ყველა ამჟამინდელი და მომავალ აგრესორს. თავისუფალი სამყარო წინ უნდა აღუდგეს ბოროტებას”, – წერს ჩეხეთის ლიდერი.
The time has come to start considering a broad coalition of willing for just peace in Ukraine. “Peace” on terms of the aggressor is called a capitulation and would only encourage all current and future aggressors. Free world must stand up to the evil. — Petr Pavel (@prezidentpavel) March 1, 2025
