აგრესია აფხაზეთის წინააღმდეგ, არის აგრესია რუსეთის წინააღმდეგ — ინალ არძინბა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მ სოჭში, სირიუსის ტერიტორიაზე, ახალგაზრდა დიპლომატთა გლობალური ფორუმის სესიაში განაცხადა, რომ ქართული მხარე უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერაზე.
„ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები ამიერკავკასიაში უსაფრთხოების შესახებ არის ერთადერთი პლატფორმა, სადაც ჩვენ, ჩვენი ოსი და რუსი ძმები, ქართველებთან კონტაქტში ვართ. ამ პლატფორმაზე უკვე გაიმართა ათობით რაუნდი, სადაც საქართველო ამერიკელების მხარდაჭერით, უარს ამბობს ჩვენთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე. ჩვენ, აფხაზები, საკუთარ თავს ვუსვამთ კითხვას – რატომ სურს საქართველოს ომი ან რატომ სურთ ამერიკელებს მეორე ფრონტის გაჩაღება?“ — განაცხადა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა.
„მადლობა ღმერთს, რომ საქართველოს ხელისუფლება არის გონიერი. არავის სჭირდება ომი, მათ შორის საქართველოსაც, რადგან დღეს, საკანონმდებლო ჩარჩოს შესაბამისად, აგრესია ს რესპუბლიკის წინააღმდეგ, არის აგრესია ს ფედერაციის წინააღმდეგ. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამას არ გააკეთებს“ — ამბობს არძინბა.
ინალ არძინბამ ასევე ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატებზე, როგორც „ძალაზე, რომელიც ცდილობს დარტყმა მიაყენოს რუსეთს და მის მოკავშირეებს“.
„არსებობს ძალა, რომელიც ცდილობს ჩაშალოს ინტეგრაციული პროცესები პოსტსაბჭოთა სივრცეში, გაწყვიტოს სულიერი და მორალური კავშირები მოძმე ერებს შორის. ამ სტრუქტურას არ სურს, რომ რუსეთმა გააერთიანოს მოკავშირეები, რომ გაიზარდოს ინტეგრაცია. მათ ეს არ სჭირდებათ. მათ სჭირდებათ სუსტი რუსეთი და ქმნიან მის გარშემო მრავალი კონფლიქტებით გარშემორტყმულ ცეცხლის რგოლს“ — განაცხადა ინალ არძინბამ.
არძინბამ განაცხადა, რომ USAID, ოფიციალური სტრუქტურის, UNDP-ის მეშვეობით, აფინანსებს დე ფაქტო აფხაზეთში განხორციელებულ პროექტებს. მისი თქმით, პროექტების მიზანი, სხვა საკითხებთან ერთად, არის ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობა.
„USAID-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, თუ რომელი პროექტებისთვის არის გამოყოფილი დაფინანსება. აქედან პირველი არის აფხაზეთის დეოკუპაცია, ხოლო მეორე — საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს ნიშნავს აფხაზეთის ძალით, ან მანიპულაციის მეთოდით შეყვანას საქართველოს შემადგენლობაში. მესამე არის კრემლის დესტრუქციული გავლენის წინააღმდეგობა.
ვესაუბრე UNDP-ის წარმომადგენელს და ვუთხარი, რომ ეს არის დარღვევა და სასწრაფოდ უნდა გამოეხმაურონ საკითხს. ასევე ვთხოვე, გამოექვეყნებინათ იმ საინფორმაციო რესურსების ჩამონათვალი, რომლებსაც ისინი აფინანსებენ აფხაზეთში“, —განაცხადა არძინბამ.
მისი თქმით, გაეროს წარმომადგენლობას მიეცათ დრო 17 მარტის 18:00 საათამდე, რომ გამოაქვეყნონ ინფორმაცია ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სადაც ნათქვამი იქნება, რომ „USAID ეწევა მსოფლიო საზოგადოების დეზინფორმაციას და UNDP მისი წესდების ფარგლებში მოქმედებს“.
„დიდი ალბათობით, არაფერს გამოაქვეყნებენ და ჩვენ იძულებულები ვიქნებით, მივიღოთ შესაბამისი ზომები“ — განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ პარლამენტს [დე ფაქტო] წარუდგინა კანონი „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი ფიზიკური პირების შესახებ“. ინფორმაცია დე ფაქტო პრეზიდენტის ვებ-გვერდზე განთავსდა.
კანონპროექტის თანახმად, არასამეწარმეო ორგანიზაციები შესაძლოა, აღიარებული იქნეს უცხოური აგენტების ფუნქციების შემსრულებლად, თუ ისინი იღებენ ფულს და (ან) სხვა ქონებას კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული უცხოური წყაროებიდან და მონაწილეობენ დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებულ პოლიტიკურ საქმიანობაში უცხო წყაროების ინტერესებიდან გამომდინარე.
„უცხოეთის აგენტებზე“ მსგავსი რუსული კანონის მიღებას საქართველოში „ქართული ოცნებაც“ გეგმავდა 2023 წლის გაზაფხულზე.
ასეთი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.