2025 წლის აგვისტოში საქართველოში სასტუმროების საშუალო ფასმა საოჯახო ტიპის სასტუმროებში 119 ლარი, 3-ვარსკვლავიან სასტუმროებში 179 ლარი, 4-ვარსკვლავიანში – 264 ლარი, ხოლო 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში – 553 ლარი შეადგინა – ამის შესახებ PMCG კვლევითი ცენტრის ანგარიშში ვკითხულობთ.
ამასთან, 2-ადგილიან ნომერში ერთი ღამით განთავსების ყველაზე მაღალი საშუალო ფასები დაფიქსირდა გურიაში – 813 ლარი, კახეთსა – 676 ლარი – და აჭარაში – 655 ლარი.
PMCG-ის თანახმად, მიმდინარე თვეში 3-, 4- და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი თვიურად 2.6%-ით გაიზარდა, საოჯახო ტიპის სასტუმროებში კი – 6.9%-ით;
სასტუმროების ფასის ინდექსი, 2025 წლის ივლისთან შედარებით, 3.5%-ით გაიზარდა;
რაც შეეხება წლიურ შედეგებს, 3-, 4-, და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების შემთხვევაში, ზრდა 0.2%-ია, საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის კი – 5.4%;
მთლიანობაში, 2025 წლის აგვისტოში, სასტუმროს ფასების ინდექსი 1.1%-ით გაიზარდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით




