2025 წლის სექტემბერში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის ფაქტობრივმა მაჩვენებელმა შეადგინა 2,262.1 მლნ ლარი, რაც დაგეგმილ მაჩვენებელს 2.8%-ით აღემატება. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, 2025 წლის აგვისტოში, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები წლიურად გაიზარდა 8.6 პროცენტით, ხოლო ხარჯები გაიზარდა 12.6 პროცენტით.
ნაერთი ბიუჯეტის საოპერაციო სალდომ, რაც წარმოადგენს მთავრობის დანაზოგს, შეადგინა 393.1 მლნ ლარი, ხოლო მთლიანი სალდო კი განისაზღვრა 8.8 მლნ ლარით.
2025 წლის აგვისტოში, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის წლიურ ზრდაზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა იქონიეს აქციზიდან, დღგ-დან და საშემოსავლო გადასახადებიდან მიღებულმა შემოსავლებმა, რომელთა პროცენტულმა კონტრიბუციამ მთლიან ზრდაში შესაბამისად შეადგინა 4.9%, 4.2% და 3.6%.
