“აგვისტოში ბახმაროში ადგილიც აღარ იყო” – რას სთავაზობს კურორტი დამსვენებელს?

ბახმაროში სასტუმრო “პანორამა ბახმაროს” დამფუძნებელი, გიორგი კეჭაყმაძე BM.GE-სთან ზაფხულის ტურისტულ სეზონს აჯამებს და აღნიშნავს, რომ აგვისტო კურორტისთვის განსაკუთრებულად დატვირთული აღმოჩნდა. მისი თქმით, წელს, ქართველ დამსვენებლებთან ერთად, უცხოელი ტურისტების აქტივობაც შეინიშნებოდა.
“საკმაოდ კარგი სეზონი გვქონდა, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელ ბახმაროში იყო მაღალი აქტივობა, როგორც ქართველი, ისე უცხოელი დამსვენებლების. ზაფხულში, როგორც წესი, ადგილობრივი ტურისტი ჭარბობს, თუმცა წელს უცხოელთა რაოდენობაც გაზრდილი იყო.
ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან ჩამოდიან, თუმცა წელს იყვნენ გალფის ქვეყნებიდან, გაერთიანებული საამიროებიდან, კატარიდან, დან… გამოირჩეოდნენ ებრაელი დამსვენებლები დან და, რა თქმა უნდა, ევროპელები, საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან და ა.შ. აგვისტოში ბახმაროში ადგილიც აღარ იყო, რაც ძალიან მახარებს”, – ამბობს გიორგი კეჭაყმაძე.
ტურისტულ აქტივობებზე საუბრისას, “პანორამა ბახმაროს” დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ტურისტები კურორტზე 2-5 დღით ჩამოდიან და, ძირითადად, სათავგადასავლო აქტივობით ინტერესდებიან.
“უცხოელი დამსვენებლები, ძირითადად 2-3-4-5 დღით ჩამოდიან და მათთვის ყველაზე მიმზიდველი ლაშქრობაა. ძალიან კარგი მარშრუტები გვაქვს სალაშქროდ. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან განვითარებული და მოწესრიგებულია ბილიკები, მაგრამ, მოგეხსენებათ, ტექნოლოგია ვითარდება, გვაქვს ელექტრონული რუკები, რომელზეც გზები დამარკირებულია და რისი მეშვეობითაც ბახმაროს მთებში ლაშქრობენ ტურისტები, ძალიან მოსწონთ. ბევრი ტურისტი ჩამოდის რომ მზის ჩასვლა/ამოსვლა ნახონ მაღლიდან, ეს ძალიან პოპულარულია. ასევე ბევრი ლამაზი მარშრუტია აჭარისკენ, გომის მთისკენ, ბორჯომის ხეობისკენ, მათთვის, ვისაც ლაშქრობა უყვართ, ძალიან საინტერესოა და ამისთვის ჩამოდიან.

ასევე დაგაინტერესებთ