„აგვისტოს ომის “გმირი”, რუსი გენერლის პირადი მძღოლი, ოფიციანტი და მერიქიფე გამოჩნდა მიტინგზე” – დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„აგვისტოს ომის “გმირი”, დასავლეთ საქართველოში რუსი გენერლის სერგეი ჩაბანის პირადი მძღოლი, ოფიციანტი და მერიქიფე ზაზა გოროზიაც გამოჩნდა “ანტირუსულ” მიტინგზე. ამას რა დავარქვა, უკვე მართლა მიჭირს. გენერალ ჩაბანთან ერთად, ხელმძღვანელობდა ს პორტიდან სკენ მიმავალი გემების დატვირთვას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ტექნიკით. ერთი მოძრაობა, ერთი მცდელობა გენერალ ჩაბანის ლიკვიდაციის თვალსაზრისით და დღეს ზაზა გოროზია გურამ გაბისკირიას, ჟიული შარტავას, გიორგი ანწუხელიძის და შინდისის გმირების გვერდში გვეყოლებოდა ნახსენები, მაგრამ, დღეს აქ არის, კარგად გამოიყურება და “არა რუსულ კანონს” ბღავის!“