აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან – რა უნდა გავითვალისწინოთ და რას ვუფრთხილდეთ

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან:
ინგრესია:
* 5 აგვისტო > ვენერა ქალწულის ში
* 15 აგვისტო > მერკური ლომის ზოდიაქოში (რეტროგრადულად)
* 22 აგვისტო > მზე ქალწულის ზოდიაქოში
* 29 აგვისტო > ვენერა სასწორის ზოდიაქოში
რეტროგრადული პლანეტები:
* 5 აგვისტო დირექტიული მერკური (ლომის 22-ე გრადუსიდან)
* ახალმთვარეობა – 4 აგვისტო (15:14 საათზე)
* სავსემთვარეობა – 19 აგვისტო (22:25 საათზე)
აგვისტო – მართალია შედარებით უფრო შენელებულ ტემპში, მაგრამ მაინც გააგრძელებს ივლისის ნეგატიურ ტენდენციებს. დასაწყისი საკმაოდ რთული და წინააღმდეგობრივი იქნება და ეს შეეხება არა მხოლოდ იმ ადგილებს, სადაც შეიარაღებული დაპირისპირებები მიმდინარეობს, არამედ საერთოდ, ყველაფერს. დამუხრუჭდება ბევრი პროცესი და ურთიერთობა, არ არის გამორიცხული, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდეს და მოიმატოს დაპირისპირების ალბათობამ. ინფორმაციის მიღება-გადაცემასთან და საბუთების გაფორმებასთან, ასევე რაიმეს ყიდვასთან ან შესყიდვებთან დაკავშირებითაც მოსალოდნელია გართულებები. გაიზრდება დანაკარგების ალბათობა. ამაზე მიანიშნებს მერკურის რეტროგრადულობის წინა ფაზა. მერკური რეტროგრადული 5 აგვისტოს გახდება და ეს 29 აგვისტომდე გაგრძელდება. ეს მიანიშნებს, რომ თითქმის მთელი აგვისტო შეთანხმებების მიღწევისთვის კუთხით იოლი არ იქნება.
მითუმეტეს, რომ 4 აგვისტოს დაფიქსირდება ახალმთვარეობა, რაც საშუალებას შექმნის, რომ ადამიანებმა შეაჯამონ გასული ერთი თვის შედეგები და მომავალი დაგეგმონ. უნდა ითქვას, რომ ბევრი ადამიანი შეძლებს ამბიციური მიზნების დასახვასა და გაბედულ მოქმედებებზე გადასვლას. გარდა ამისა, ეს პერიოდი სასიკეთო იქნება დასვენებისთვის და ივლისში მიღებული „შოკებისგან“ გათავისუფლებისთვის.
5 აგვისტოს სიყვარულის და სილამაზის პლანეტა – ვენერა ქალწულში გადაინაცვლებს და იქ 29 აგვისტომდე დარჩება. ეს ზუსტად ემთხვევა რეტროგრადული მერკურის ფაზას, რაც მიანიშნებს, რომ ადამიანები სიყვარულში ანგარიშიანები, პრაქტიკულები და პრაგმატულები გახდებიან. შესაძლოა ბევრი ადამიანის პირად ცხოვრებაში თავი იჩინონ დაგროვილმა პრობლემებმა და მის მოსაგვარებლად კომპრომისზე წასვლა და დათმობა გახდეს საჭირო.
აგვისტოს მეორე დეკადა მოვლენებით კიდევ უფრო დატვირთული იქნება და ამაზე მიანიშნებს ტყუპის ნიშანში მარსი-იუპიტერის შეერთება (და მათი ნეგატიური ასპექტში სატურნთან). ამ პერიოდში შესაძლოა აქტიური საომარი მოქმედებების არეალი გაიზარდოს (როგორც სა და რუსეთში, ისე ახლო აღმოსავლეთში). გარდა ამისა, არ არის გამორიცხული მთელ რიგ ქვეყნებში ვიხილოთ სამთავრობო ცვლილებები და ახალი მიმართულებების გააქტიურება. ინდივიდუალურ დონეზე ეს სასიკეთო პერიოდი იქნება მიზნებსა და გეგმებში ცვლილებების შესატანად. თუმცა ცვლილებები პირად ცხოვრებაში შესაძლოა მთლად ეფექტიანი ვერ გამოდგეს, ამიტომ რეკომენდებულია საკუთარი ძალისხმევის საქმიანი ცხოვრებისკენ მიმართვა.
აგვისტოს მეორე დეკადა მერკურის ე. წ. „მარყუჟის“ პერიოდია, აქედან გამომდინარე 15-22 რიცხვებში, მოიმატებს ავარიული სიტუაციების, ხანძრების და საერთოდ, კატაკლიზმებისა და გაუთვალისწინებელი შემთხვევების ალბათობა. ყურადღებას ითხოვს ტექნიკასთან და დანადგარებთან დაკავშირებული საკითხებიც. ამ დროს უფრო სასიკეთო დასვენება, ფიზიკური ძალების აღდგენა და ფსიქოლოგიური რეგენერაცია იქნება. გაძლიერდება ემოციური ფონი და ნერვული დაძაბულობა, ამიტომ სიმშვიდის შენარჩუნება აუცილებელი იქნება (მითუმეტეს, რომ ამ ფონს კიდევ უფრო დაამძიმებს 19 აგვისტოს სავსემთვარეობა).
22 აგვისტოდან მზე ქალწულის ნიშანში გადაინაცვლებს და საერთო სიტუაცია თანდათანობით დამშვიდდება. გაძლიერდება მიწის სტიქია, რაც ადამიანებში გაზრდის პრობლემების რაციონალურად გადაჭრის ალბათობას. აგვისტოს ბოლო კვირაში შესაძლებელია ძველი კავშირების აღდგენა, გეგმების გადაწყობა და გადადებული პროექტების ხელახლა დაწყება.
ეს ყველაფერი სასიკეთოდ იმოქმედებს პრობლემების რაციონალურად გადაჭრის კუთხით. მითუმეტეს, რომ 29 აგვისტოდან მერკური დირექტიული გახდება და ყველა ინფორმაციასთან და ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც სხვადასხა მიზეზის გამო დამუხრუჭებული იყო, მათი აქტივაცია კვლავ მოხდება. ეს შეეხება არა მხოლოდ საქმიან, არამედ პირად ცხოვრებასაც, რადგან სწორედ 29 აგვისტოდან ვენერა სასწორის ნიშანში გადაინაცვლებს. ეს პოზიტიურად იმოქმედებს სასიყვარულო ურთიერთობებში გაუგებრობების აღმოფხვრაზე ან თუნდაც ახალი ურთიერთობების დაწყებაზე. ამ დროიდან შესაძლებელი გახდება ოპონენტებთან საერთო ენის გამონახვა და დაძაბული ურთიერთობების „გადატვირთვაც“ კი. აგვისტოს ბოლო დღეები შესაძლებელია სასიკეთო გამოდგეს ახალი შენაძენებისთვის. ეს ასევე კარგია დროა საკუთარ გარეგნობაში ახალი შტრიხების შესატანად, ვარცხნილობის თუ ჩაცმის სტილის შესაცვლელად და ხელოვნებასთან დაკავშირებულ ღონისძიებების ჩასატარებლად.“