“აგერ წერია: “ВКЛЮЧЕНО”(!) – ყველაფერი გაკეთებულია “через ж@пу” – რა ხდება ბათუმში, ORBI CITY -ში? – ანდრო გაბისონია

“აგერ წერია: “ВКЛЮЧЕНО”(!) – ყველაფერი გაკეთებულია “через ж@пу” – რა ხდება ბათუმში, ORBI CITY -ში? – ანდრო გაბისონია
ბათუმში ORBI CITY -ში როგორი კარგი ავტომატიზირებული სისტემა აქვთ იცით? დენის დავალიანებისას სერვერი ბინას გამორთავს გაუფრთხილებლად ავტომატურად. პატრონი გადაიხდის, რეცეფშენში ადმინისტრატორი თითით მიაწვება “გადახდილიას” და ჩართავენ თავისი კომპიდან. მაგათ კომპში გამოჩნდება რომ ჩართულია, მაგრამ შუქი ბინაში არ მიდის. ანუ გამორთვით 100% სიზუსტით გამორთავს, მაგრამ ჩართვით არა, არ ჩართავს, უფრო სწორად კომპში ჩანს ჩართულად, ხოლო რეალურად არ არის. მიდის მერე ვაი უშველებელი. ეკითხები რა იცი რომ ჩართლია? გპასუხობს რომ კომპიუტერი უჩვენებს ჩართულს. ეკითხები, აი რანაირად უჩვენებს, რას გიწერს? აგერ წერია: ВКЛЮЧЕНО(!). ამის მერე უკვე გასაგები ხდება ყველაფერი, რომ ყველაფერი გაკეთებულია через ж@пу. 3-4 საათიანი წვალების შემდეგ შეიძლება ჩაირთოს, ანუ ჟიგულია, ნივა, რომელიც ყველგან მივა, ოღონდ ბეზ ზადნევო პრივოდა. ვეუბნები – თუ იცით რომ შეიძლება ჩართვაზე პრობლემა იყოს, მაშინ არ უნდა გამორთოთ. ეს წინადადება არ მოწონთ, კლიენტი რომ გაამწარონ ეს ოკ, მოწონთ. კიდო, მაგათ ინტერნეტის გავლით ბევრი საიტი არ იხსნება, მაგალითად რუსეთში დაბლოკილი Грузия Online (apsny.ge). ანუ, საქართველოში, მანდ ვერ ვხსნი ქართულ საიტს, რომელიც დაბლოკილი ყავს რუსეთს. ეს ნიშნავს რომ მარშრუტები ისეა გაწერილი რომ ქართული ინტერნეტ ტრაფიკი, ოღონდ ორბის ოთახების ტრაფიკი რაღაცნაირად გადის რუსეთს და სხვა ახსნა ამას არ აქვს. სქრინები გადავეცი საიტის პატრონს, მიხედავენ ალბათ.
ორბი და ალიანსი აუღებელი ციხე სიმაგრეა. პლიუს მუდმივი ღიმილიანი ტყუილი. ალიანსში როგორც კი შედიხარ მობილური ინტერნეტი ეგრევე ითიშება და იძულებული ხდები ალიანს გლობალ ნეტი იყიდო, რომელიც მხოლოდ შენობაში მუშაობს. 720$ ია წლიური სერვისის მოსაკრებლი ერთ ნომერზე და წელიწადში 4 ჯერ თუ ჩავდივარ თითო კვირით, გაქირავებუთ მე არ ვაქირავებ და რაში მახდევინებენ ამ ფულს თუ ვხვდებოდე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი გიგიაძე – წარმოუდგენელ მდგომარეობაში ვართ, როდესაც აღარავის უნდა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან შეხვედრა, უუქმებენ ვახშამზე მოსაწვევს ამერიკის პრეზიდენტთან – ეს ნიშნავს იმას, რომ აშშ ამ ხელისუფლებასთან წყვეტს ურთიერთობებს