“აგერ, ჩვენი ჩანჩურა რაჟდენი ეძგერა ახლა….”– ელისაშვილი ანტიკორუფციულის ხელმძღვანელზე

“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს “ჩანჩურად” მოიხსენიებს და ამბობს:
“რაღა ღონეს აღარ მიმართავენ ხოლმე, რომ იქნებ ვინმეს რამე აუკრძალონ. აგერ, ჩვენი ჩანჩურა რაჟდენი ეძგერა ახლა არასამთავრობო ორგანიზაციებს და ვითომ იმათ აუკრძალავს, რომ ვერ დააკვირდნენ… თავს აწონებს, მოკლედ… უნდა, რომ დაუმტკიცოს ხელისუფლებას, რომ რაღაცას აკეთებს. რაჟდენი არის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი და ერთი ლარის კორუფცია ვერ გამოუვლენია მთავრობაში. ერთი ფაქტი არ არის გამოვლენილი ამ ჩანჩურას მიერ, არადა, ჩამხრჩვალია „ქართული ოცნება“ კორუფციაში და იმის ნაცვლად, რომ რაშიც ხელფასს იღებს, რაშიც ჩვენ ყველანი ვუხდით ხელფასს მას და მის სტრუქტურას, იმას კი არ ასრულებს, დასდევს აგერ საერთაშორისო მისიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ჰგონია, რომ ახლა კაცია და კაცობს, აწონებს თავს, – ამბობს ელისაშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის გადაწყვეტილება არ შეაჩერა.
საუბარია, რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად სრულიად უსაფუძვლოდ ცნო.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცველი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის” წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს

ადმინისტრაცია – სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტთან ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე, რომელიც ინსპირირებულია რუსეთისაგან – შტაინმაიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ