აგენტურის მთავარი დაპირება ტექნიკური მთავრობა ყოფილა – ზურაბიშვილმა გვამცნო რამდენიმე წუთის წინ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე კვლავ დაადასტურა, რომ ოთხი პარტია – სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები საერთო მიზნით, საერთო პატრონის დავალებებით მოქმედებენ.“
„ჩვენი დაპირებაა მშვიდობა, ღირსება და გაცილებით უკეთესი ცხოვრება თითოეული მოქალაქისათვის! დღეს საქართველო უკვე პირველი ქვეყანაა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ევროპაში! ოთხ წელიწადში სიღარიბით და უმუშევრობით საშუალო ევროპულ მაჩვენებელს ჩამოვცდებით! ჩვენი დაპირებაა, მხოლოდ ამ გზით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა! ჩვენი დაპირებაა შერიგება და ურთიერთპატიება ქვეყნის გაერთიანების მიზნით! აგენტურის მთავარი დაპირება ტექნიკური მთავრობა ყოფილა – ზურაბიშვილმა გვამცნო რამდენიმე წუთის წინ. სანქციები, ეკონომიკის ჩამოქცევა და ომი მათი დაპირებების შედარებით ფარული მხარეა. ზურაბიშვილმა ბრიფინგზე კვლავ დაადასტურა, რომ ოთხი პარტია – სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები საერთო მიზნით, საერთო პატრონის დავალებებით მოქმედებენ.
ერთი საინტერესო დეტალიც – გახარიას კანონით არ ეკუთვნის უფასო სარეკლამო დრო და ამის მიუხედავად „ნაცმედიები“ დაუბრკოლებლად უშვებენ მის ვიდეორგოლებს“, – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ის ე.წ. ტექნიკურ მთავრობას წარადგენს, რომლის მიზანი არის საზოგადოების ინფორმირება, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში.