აგენტურა, რადიკალური ფრთა, რომელიც იმართება კონკრეტული ბიუროკრატიით სასაცილო მდგომარეობაშია –

აგენტურა, რადიკალური ფრთა, რომელიც იმართება კონკრეტული ბიუროკრატიით სასაცილო მდგომარეობაშია –
აგენტურა, რადიკალური ფრთა, რომელიც იმართება კონკრეტული ბიუროკრატიით, სასაცილო მდგომარეობაშია. კითხვას დასვამს ნებისმიერი ნეიტრალური მოქალაქე ან ექსპერტი, რომ ახლა ეს ადამიანები სად დგანან? ამერიკის გვერდზე თუ ევროპული ბიუროკრატიის, ვისგანაც იმართებიან? – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტზე საუბრისას.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოში უნდა დასრულდეს ვინმეზე დამოკიდებულის პოლიტიკა.
„რასაც ჩვენ ევროპული ბიუროკრატიის მიმართ ვსაუბრობდით, იმაზე მკაცრად საუბრობს ამერიკის არსებული ადმინისტრაცია, თავისი პრეზიდენტით. საუბარი როცაა [პროდასავლურზე], რას ნიშნავს პროდასავლური? რომელია დასავლეთი, როგორ განვსაზღვროთ, ვისზე ვიყოთ დამოკიდებული? ეს პოლიტიკა უნდა დამთავრდეს საქართველოში, ვინმეზე დამოკიდებულების და ეს ნელ-ნელა მილევადია. სიტყვასაც ვერ ძრავენ. ხომ შეიძლება რომელიმე გამოვიდეს. მე მაინტერესებს ვინმე გაბედავს ტრამპის კრიტიკას?! ერთი ორი აქტივისტის ფეისბუქ-პოსტზე თუ წავიკითხე რაღაც კრიტიკული, ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან ევროპის მიმართ, რომ ასეთი დამოკიდებულებაა.
დანარჩენი პოლიტიკური პარტიები, აქტორები ვინც არიან წარმოჩენილი და ვინც თვლიან, რომ ისინი მზად არიან ხელისუფლების ჩასაბარებლად, ჩემი წინამორბედი, გაბედონ აბა, სად დგანან ახლა – ევროპული ბიუროკრატიის გვერდით თუ იმ დოკუმენტის გვერდზე, რომელიც -ის დღევანდელი მმართველი ადმინისტრაციის მიერ არის შექმნილი?! ეს ხომ ერთი და იგივე არ არის? ეს ხომ განსხვავებულია. რა პროდასავლობაზეა საუბარი? ვინ დაარქვა ამათ პროდასავლური ძალა? ესეც ხომ მითია, როგორც რუსული კანონზე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს